2017 წლისთვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა არ შეიცვლება, _ ამის შესახებ უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, სადაც სიტყვით გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გამოდიოდნენ.
"გადაწყდა, რომ შეიარაღებული ძალების რაოდენობა დარჩეს ის, რაც იყო, ანუ არა უმეტეს 37 000-სა. ეს არის ის რაოდენობა, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი შეთანხმება. რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში საჭირო იქნება დამატებითი შეთანხმება პარლამენტთან", _ განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.