3-საათიანი დაკითხვიდან გამოსულმა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ,დაანონსა, რომ ორშაბათს გამართავს ბრიფინგს, სადაც მნიშვნელოვან განცხადებას გააჟღერებს.
როგორც პაატა ბურჭულაძე ამბობს, ბრიფინგზე მასზე და მისი პარტიის წევრებზე გახორციელებული ზეწოლის შესახებ ისაუბრებს.
"მე ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენთან დემოკრატიული, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში, საარჩევნო პროცესი, როგორ ხორციელდება ჩემზე და ჩემი პარტიის წევრებზე ზეწოლა და კიდევ სხვა თემებზე, _ განაცხადა პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.