დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: როგორ უნდა გადაამოწმოთ თავი ამომრჩეველთა სიაში; არიან თუ არა ახალგაზრდები ინფორმირებულნი საკუთარი საარჩევნო უფლებების შესახებ.
გადაცემის მეორე ბლოკში _ "პაატა ბურჭულაძე _ სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერები _ პაატა ბურჭულაძე, გიორგი ვაშაძე და ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ ჩალაგაშვილი.
რას პირდებიან ახალგაზრდებს პოლიტიკოსები, რატომ შექმნა პაატა ბურჭულაძემ პარტია არჩევნებამდე ორი თვით ადრე, როდის ჩაერთო პოლიტიკაში გიორგი ვაშაძე და რას პირდება გურამ ჩალაგაშვილი ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ამომრჩეველს.