თავდასხმა მოხდა ვაზისუბანში, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტზე. ნიღბიანმა პირებმა სავაჭრო ცენტრში მდებარე ორი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ფული ტომრებით გაიტანეს.
მათი ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში სროლის ხმაც ისმოდა, თუმცა, როგორც ამბობენ, არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 179 მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
უწყების ცნობით ამ ეტაპზე მიმდნარეობს საგამოძიებო მოქმედებები.