პარტია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახი კალაძე "ივლიტას ბიბლიოთეკაში" ახალგაზრდებს შეხვდა და მათ "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ესაუბრა.
_ მინდა ყველას გთხოვოთ, მოგიწოდოთ, დააფიქსიროთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი 8 ოქტომბერს. ხმა მიეცით თქვენს მიერ შერჩეულ პოლიტიკურ ძალას. არ აჩქარდეთ, გაეცანით ყველა პოლიტიკური სუბიექტის მიერ წარმოდგენილ ქვეყნის განვითარების ხედვას. ნახეთ რა გეგმები აქვთ, რამდენად რეალური და შესრულებადია ეს ყველაფერი. კარგი ანალიზი გააკეთეთ და ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა ჩააბაროთ ქვეყნის მართვა, _ აღნიშნა კახი კალაძემ ახალგაზრდებთან საუბრისას.