მსხვერპლი მოჰყვა ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში მომხდარ აფეთქებას. ამ დროისთვის ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 15-მა მცხოვრებმა დაზიანება მიიღო, მათგან 2-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„ინდეფენდენტის“ ინფორმაციით, აფეთქება საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა და სამაშველო სამსახურებმა აღნიშნული შენობიდან და მეზობელი ბინებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს.
აფეთქების გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.