"ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე ვერთობი" _ ეს განცხადება მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისივე თქმით, ივანიშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც ბურჭულაძე 2012 წლის არჩევნების შემდეგ არ უნახავს სიმართლეს არ შეესაბამება:
"ივანიშვილის კრიტიკაზე ვერთობი. საინტერესო ისტორიებს ვისმენ _ თურმე უგულავას ნაჩუქარი საათით დავდივარ, 60 წლის იუბილე სამჯერ გადავიხადე და ა.შ. თავადაც ერთობა, როცა განცხადებებს სხვადასხვა ქალაქიდან აკეთებს. რატომ იწუხებს თავს, იყოს თბილისში და აქედან უპასუხოს ჟურნალისტებს.
ის მაშინაც იტყუება, როდესაც ამბობს, პაატა არჩევნების შემდეგ არ მინახავსო. არადა, სწორედ 2012 წლის შემდეგ, ზაფხულში, თავის ზღვისპირა სახლში დამპატიჟა, თუმცა ამას რატომღაც უარყოფს. ამის მოწმე გია ხუხაშვილია, ისიც ჩვენთან ერთად იყო" _ აღნიშნა ბურჭულაძემ გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.