ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძარში, მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
"ნიუპოსტის" რეგიონალური კორესპონდენტის ცნობით, გვამი მრევლმა იპოვა და პატრული გამოიძახა.
მომხდარ ფაქტი "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, უწყების ცნობით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
წყარო: newposts.ge