ოზურგეთის მაჟორიტარობა 9 ადამიანს სურს. აქედან, 8 კანდიდატი პოლიტიკური პარტიების მიერ არის წარმოდგენილი, ხოლო ერთი საინიციატოვო ჯგუფმა დაარეგისტრირა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით #59-ე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დარეგისტრირებული არიან: ზაზა მამულაშვილი ბლოკიდან „პაატა ბურჭულაძე ‐ სახელმწიფო ხალხისთვის”; ავთანდილ ჩხაიძე ბლოკიდან „ნინო ბურჯანაძე ‐ დემოკრატიული მოძრაობა”; დავით მჟავანაძე ბლოკიდან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; ნინო გოგუაძე "უსუფაშვილი რესპუბლიკელების" კანდიდატია;
შოთა გოგიბერიძე კენჭს იყრის საარჩევნო ბლოკიდან „დავით თარხან‐მოურავი, ირმა ინაშვილი ‐ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”; დავით მამალაძე „შალვა ნათელაშვილი ‐ საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატია; თემურ სალუქვაძე "ირაკლი ალასანია _ თავისუფალი დემოკრატების"; არჩილ თალაკვაძე კენჭს იყრის პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან", ხოლო გოჩა ძიმისტარაშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია ოზურგეთის საარჩევნო ოქლში.