„რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ზურაბიშვილი “ეროვნული ფორუმის” ლიდერის, გუბაზ სანიკიძის იმ ინიციატივას ეხმაურება, სადაც სანიკიძე „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების: დავით უსუფაშვილის, ირაკლი ალასანიას, კახაბერ შარტავასა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შესახებ საუბრობს.
”არ ვიცი, ქურდული „სხადნიაკის“ ასოციაცია გამიჩნდა. ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ ასეთი შეხვედრისას. მოგეხსენებათ, პოლიტიკაში კულუარული შეხვედრები ხდება, მაგრამ მთავარია, ის, თუ როგორი განცხადებები კეთდება ღიად. საჯაროდ გაკეთებული განცხადება უკვე ნათქვამია და უკან ვერ წაიღებ. ასეთი შეხვედრის აუცილებლობას ვერ ვხედავ”, _ განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.