ჩინელი მილიარდერის, უანგ ჯიანსინის ვაჟმა, უანგ სიკონგმა თავის ძაღლისთვის რვა ცალი iPhone 7 შეიძინა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ჩინეთში iPhone 6-ის ღირებულება 1 047 დოლარს, ხოლო iPhone 7-ის 1 197 დოლარს შეადგენს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც უანგ სიკონგიმ ძაღლს ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა.
როგორც ცნობილია, 2015 წელს სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტომ, რომელზეც ძაღლს Apple-ის 2 საათი უკეთია, ხალხის აღშფოთება გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით, საათების ღირებულება 37 000 დოლარს შეადგენს.
კრიტიკის გამო მამა შვილს სატელევიზიო ეთერის დროს დაუპირისპირდა და მისი ქმედებები დასავლურ განათლებას დააბრალა.