"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფელ დვაბზუს მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა გააცნო.
„ჩვენი ერთ ერთი პრიორიტეტია ძლიერი სოფელი. ჩვენ ძალაუფლება დავუბრუნეთ ხალხს და სახელმწიფო ინსტიტუტები ადამიანებისკენ შემოვატრიალეთ _ განათლების, ჯანდაცვის, სამართალდამცავი და სოფლის მეურნეობის სექტორები დღეს თქვენ გემსახურებათ და არა ორ-სამ ადამიანს, რომელთაც ხალხის ხარჯზე ხელები მოითბეს და უცნაური სურვილები შეისრულეს", _ მიმართა მოსახლეობას არჩილ თალაკვაძემ. (R)