https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

    „მკაცრად დავიცავთ ეროვნულ ინტერესებს“ _ ვის მხარეზეა ირანის არმია

    დაპატიმრებულია შვეიცარიაში მდებარე იმ ბარის მეპატრონე, რომელში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

    ტრამპი: აშშ-ს გრენლანდიის ფლობა სჭირდება, რომ რუსეთმა და ჩინეთმა მისი მიტაცება ვერ შეძლონ

    ფული სამშობლოს სანაცვლოდ _ აშშ გრენლადიელებისთვის თანხის დარიგებას აპირებს

    ჰამენეი: „ტრამპმა რიმ იცოდეს, როგორ მართოს ქვეყანა, საკუთარ ქვეყანას მართავდა“

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ბატონო შსს მინისტრო! ყურადღებით წაიკითხეთ, რას ყვება ლანჩხუთელი პოლიციელი!

9:06; 20.06.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ლანჩხუთის პოლიციის თანამშრომელი თენგო თარგამაძე 17 წლიანი მუშაობის შემდეგ, სისტემიდან დაითხოვეს. ის “გურია ნიუსთან” ექსკლუზიურად ყვება იმ ამბებს, რაც გურიის სამხარეოს მთავარ სამმართველოში მას შემდეგ ხდება, რაც საკადრო ცვლილებების შედეგად გურიის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობა მთლიანად იმერეთიდან წამოყვანილი კადრებით დაკომპლექტდა.

“გურია ნიუსის” ინფორმაციით, როგორც კი დავტოვეთ თენგო თარგამაძის სახლი, მასზე თვალთვალი დაიწყო. მას დღესაც უთვალთვალებენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვაქვეყნებთ ამ ჩანაწერებს და იმედს ვიტოვებთ, რომ მას და მის ოჯახს არანაირი საფრთხე არ შეექმნება.

ისტორიები, რომელსაც 17 წლის სტაჟის მქონე პოლიციელი “გურია ნიუსს” უყვება, მთლიანად აშიშვლებს იმ სისტემას, რომლის გამჭვირვალობაც მხოლოდ შენობების მინებიანი ფასადებიდან აირეკლება.

“ყველაფერი ვიცი, რაც მოხდება. მაგათი მაიმუნობის ამბავიც ვიცი, იმიტომ რომ გამოვლილი მაქვს ეს სკოლა. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, სიტყვასიტყვით დააფიქსიროთ, რასაც გეტყვით. მე ამათი არ მეშინია! არც ციხის მეშინია! მე, ყაჩაღს იარაღი რომ ჰქონდა ხელში, არც იმის მეშინოდა. იარაღი ცხოვრებაში არ მქონია ოჯახში და არც ახლა მაქვს. ტყვია რომ ტყვიაა, ის არ მაქვს სახლში. ნარკომანი შვილი არ მყავს, მთელი ლანჩხუთი იცნობს ჩემს ბიჭს და მისით ვამაყობ! პოლიცია კი არა, ვინც არ უნდა იყოს, თავს წავაგლეჯ, ვინმემ ხელი რომ მოკიდოს ქუჩაში!” _ ამ მესიჯს თენგიზ თარგამაძე იმ ადამიანებს უგზავნის, რომელთა მოქმედებების სტრატეგია მან ყველაზე უკეთ იცის.

“დიდი საკადრო წმენდა მთავარ სამმართველოში და იმერეთი გურიაში”

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით ცირეკიძემ, 4 ივნისს, თათბირი ჩაატარა და თანამდებობიდან გაათავისუფლა ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეები _ თედო ჭანუყვაძე და გოჩა თავაძე. გაათავისუფლეს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს უბნის რწმუნებულების განყოფილების უფროსი გიორგი დოლიძე. მათ ადგილზე კი ისევ ცირეკიძის კადრები დანიშნეს.

ცვლილებები მოხდა გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლანჩხუთის რაიონული სამმართველოშიც _ ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მოადგილე უბნის რწმუნებულების ხაზით ლაშა ჩხაიძე გაათავისუფლეს და გადაიყვანეს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორად. მის ადგილზე დაინიშნა გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის დავით ცირეკიძის კადრი ბესო ბრეგაძე, რომელიც ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოში უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსად მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ ბესო ბრეგაძის შვილების ნათლია დავით ცირეკიძეა.

უბნის ინსპექტორები, ბესო ბარამიძე და თენგიზ თარგამაძე კი საერთოდ დაითხოვეს პოლიციის სისტემიდან.

როგორც გურული პოლიციელები ამბობენ, მთავარი სამმართველოს უფროსი დავით ცირეკიძე და მისი გუნდი, ქალაქის ქუჩებსაც კი არ იცნობენ და გამოძახებებზე ისე ვერ გადიან, თუ ადგილობრივი კადრი არ გაიყოლეს.

თენგიზ თარგამაძე ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც “გურია ნიუსს” თანხმობა მისცა ინტერვიუს ჩაწერაზე.

“როგორც კი მივიტანდი ფურცელს, იმ წუთში ხელბორკილს დამადებდნენ…”

პოლიციელ თარგამაძეს, რატომღაც, 2006 წლის სამძებრო საქმე გაუხსენეს. ძებნილი, რომლის გამოც თარგამაძე სისტემიდან დაითხოვეს, საცაა უკვე ციხიდან გამოვა, ან იქნებ, გამოსულიც კია.

ძებნილი ბრეგვაძე 2008 წელს კასპში დააკავეს. კასპის პოლიციამ დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გადმოსცა ლანჩხუთს, რის გამოც ძებნილი ისე იხდიდა სასჯელს, რომ აღრიცხვიდან არ იყო მოხსნილი. კანონის მიხედვით, სწორედ კასპის პოლიცია იყო ვალდებული, შეეტყობინებინა ინფორმაცია იმ რაიონისთვის, რომელმაც ძებნილად გამოაცხადა. თუმცა, ამის გამო, “გურია ნიუსის” ინფორმაციით, კასპის პოლიციის თანამშრომლებს საყვედურიც კი არ მიუღიათ, თენგიზ თარგამაძე კი პოლიციის სისტემიდან დაითხოვეს.

“როდესაც ეს ვუთხარი კოპალეიშვილს, კასპს უნდა ეცნობებინა,-მეთქი, _ შენ რას მელაპარაკები, რა ვალდებული იყოო? ადამიანი ამას რომ ვერ ხვდება, რა დასკვნაზე უნდა ვისაუბრო?! რითი უნდა დააჯეროს ვინმე, რომ სრულყოფილად იცის ძებნის სამსახური? “

ძებნილის დაკავება 2008 წელს მოხდა.

თენგიზ თარგამაძე: “2008 წელს რომ აირია ყველაფერი, იმ პერიოდში, ვის სად მიჰქონდა სამძებრო საქმეები, კაცმა არ იცის. მაშინ, როცა ხმა ვერავინ ამოიღო, მთელი პოლიციის იარაღი და ტყვია-წამალი სახლში, ზვინის ქვეშ დავმალე. ეს არავინ იცის, ორი სამი თანამშრომლის გარდა. არ გაგვიხმაურებია. რუსს ეს რომ გაეგო, ახლა ჩემი სახლის ნამცეცი არ იქნებოდა. ვინ წაიღებდა მაშინ მთელი სამმართველოს იარაღებსა და ტყვია წამალს სახლში?!

ასეთ ადამიანს მიშვებს ვიღაც კოპალეიშვილი სახლში და თვითონ რა გაუკეთებია ძილის მეტი?”

მალხაზ კოპალეიშვილი გენინსპექციის წარმომადგენელია, რომელმაც თენგიზ თარგამაძის სისტემიდან დათხოვნის განაჩენს მოაწერა ხელი. გენინსპექციის დასკვნაში ვკითხულობთ: “სამძებრო დავალება ადრესატის მიხედვით ექვემდებარებოდა ჭიათურის რაიონულ განყოფილებაში გადაგზავნას, რაც არ გახორციელებულა”.

არადა, ეს ფურცელი, ლანჩხუთის პოლიციის კანცელარიაში დღესაც ინახება. კოპალეიშვილს, რომელიც მთავარ ბრალდებად დაკითხვების დროს თარგამაძეს ამ ფურცლის დაკარგვას უყენებდა, დასკვნის დაწერამდე, ტელეფონით შეატყობინეს: “ბატონო მალხაზ, თქვენ რომ სადავო საკითხი გქონდათ ჩვენთან, სამძებრო დავალება თენგიზ თარგამაძის მიერ მოტანილი, გაგზავნილი და გახორციელებული არ არის, ჟურნალში დევს, თუ გნებავთ, გადმოგიგზავნით ქსერო ასლს”. მიუხედავად ამისა, კოპალეიშვილმა დასკვნაში ჩაწერა, რომ აღნიშნული საბუთი არ არსებობდა.

“მე დავუსაბუთებ გენინსპექციას სამსახურებრივ სიყალბეს!”

ამავე დასკვნაში, იგივე კოპალეიშვილი წერს: “სამძებრო საქმეში არსებული მასალების თანახმად ირკვევა, რომ ლანჩხუთის რაიონულ განყოფილებაში ძებნის ხაზით მუშაობის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირის უბნის ინსპექტორ თ. თარგამაძის მიერ სამძებრო საქმის მიღების შემდეგ, გახორციელდა დანაყოფის პირადი შემადგენლობის ინფორმირება ძებნილი პირის შესახებ. გადამოწმდა ინფორმაცია ამ უკანასკნელის საცხოვრებელი ადგილის შესახებ. შემუშავდა გასატარებელ ოპერატიულ ღონისძიებათა გეგმა. გაიგზავნა ორიენტირებები ლანჩხუთის რაიონის მოსაზღვრე ტერიტორიულ დანაყოფში. იუსტიციის საპასპორტო და სამისამართო სამსახურებში. ასევე ჯანდაცვის ნარკოლოგიურ დისპანსერში”.

თენგიზ თარგამაძე: “გამაგებინოს ვინმემ, თუ ეს ყველაფერი გაკეთებული მაქვს, ამის გამო სისტემიდან უნდა გამიშვან, თუ დამატებით წოდებაზე ან მადლობაზე წარმადგინონ?”

თარგამაძის განცხადებით, გენინსპექცია, საქმის მოძიების პერიოდში, ყველანაირად ცდილობდა, მას მიმართვის ფურცლის ქსეროასლი მაინც წარედგინა, რომელიც ჭიათურის რაიონულ სამმართველოში ინახებოდა ან ეღიარებინა, რომ მან აიღო.

თენგიზ თარგამაძე: “ეს ხალხი მაძალებდა, დამეწერა, რომ მე ავიღე ეს მიმართვა, არ ამიღია, შენ ოჯახაშენებულო და როგორ დაგიწერო,-თქო? ბოლოს, ისე მიქმნიდნენ პირობებს, რომ თვითონ მიბიძგებდნენ დანაშაულისკენ. რატომ იცით? _ რომ მივიტანდი იმ ფურცელს, იმ წუთში, ხელბორკილებს დამადებდნენ გენინსპექციაში. ბრალად დამდებდნენ, რომ ეს ფურცელი მე მქონდა სადმე გადამალული. გამოვედი გარეთ და თანამშრომლებს ვუთხარი _ თქვენ თუ ხართ ნორმალურები?! ქსეროასლი რომც მოგვცენ, ამას როგორც კი ჩავუტანთ, იმ წუთსვე დაგვიჭერენ,-მეთქი. რაც არ ამიღია და რაც საქმეში დევს, როგორ უნდა მიმეტანა? ან ქსეროასლი რატომ უნდა წარმედგინა?”

2008 წელს, როდესაც ზემოთნახსენები ძებნილი დაიჭირეს, თარგამაძე ძებნის განყოფილებაში არ მუშაობდა. “გურია ნიუსთან” საუბრისას, მან დეტალურად ისაუბრა იმაზე, როგორ ცდილობდა გენერალური ინსპექცია, მისთვის სასურველი ჩვენება მიეღო. მას რამდენჯერმე უკან დაუბრუნეს დაწერილი ჩვენება.

თენგიზ თარგამაძე: “ბოლოს, ყელში რომ ამომივიდა ყველაფერი, ვუთხარი _ მითხარით, რა გინდათ, რომ დავწერო და იმას დავწერ,-მეთქი.

ყველა მეუბნება, გაგიჭირდება ნამეტანი გენერალური ინსპექციის დასკვნის მერე სამართლიანობის აღდგენაო. რატომ არ უნდა შეიცვალოს რამე, თუ არ ვარ მტყუანი და ის არის დამნაშავე, ვინც ეს დასკვნა დაწერა?! სამსახურებრივ სიყალბეს დავუსაბუთებ კოპალეიშვილს. დავუმტკიცებ, რომ ტყუის! ეს დასკვნა ხომ მისი დაწერილია, სად გაექცევა მის დაწერილს?! მე უნდა ვიცოდე, რაში ვარ მტყუანი და რაში ვარ მართალი!”

“მე იმიტომ ვზივარ სახლში, რომ ბავშვების აყვანის ოქმებს არ ვწერდი…”

ჩვენი რესპონდენტი სისტემიდან დათხოვნის სხვა მიზეზებზეც საუბრობს. ერთ-ერთ მიზეზად თავისი ვაჟიშვილის ფაქტორს ასახელებს, რომელსაც “მაესტროს” ჟურნალისტური სკოლა აქვს დამთავრებული და ამავდროულად, გარკვეული სიმპათიები აქვს “ქართული ოცნების” მიმართ.

თარგამაძე ყველას აფრთხილებს, რომ თავი შორს დაიჭირონ თავისი ვაჟიშვილისგან. ის “გურია ნიუსთან” იმ ზეწოლებზეც საუბრობს, რასაც ადგილობრივი პოლიცია უდანაშაულო ახალგაზრდების მისამართით ახორციელებდა.

თენგიზ თარგამაძე: “იმიტომ ვზივარ მე სახლში, რომ ვხედავდი, როგორ აჰყავდათ ჩემს თანამშრომლებს ბავშვები ქუჩიდან, აჰყავდათ უმიზეზოდ, მერე მოჰყავდათ პოლიციაში და მიჰყავდათ ნარკოლოგიურში. რატომ მიგყავთ მეთქი, _ ვეუბნებოდი. ზოგჯერ მეც მავალებდნენ, _ მოდი დაწერე დაკავების ოქმიო. მე არ დამიკავებია და რატომ უნდა დავწერო,-მეთქი. თქვენ ქუჩიდან, სადღაციდან ბავშვები მოგყავთ, იქნება, სადმე გალახე, მერე რომ იჩივლოს მან ან მისმა მშობელმა, პასუხი მე რატომ უნდა ვაგო,-თქო? ამას რომ დაგავალებდა ხელმძღვანელობა და წინააღმდეგობას გაუწევდი, როგორ ბედავ შეპასუხებასო, ბრაზობდნენ.

ორი წელი დამრჩენია პენსიამდე. ჩემს ცხოვრებაში, როცა კანონი არ კანონობდა, მაშინ არ გამიკეთებია მსგავსი უკანონობა და ახლა რატომ უნდა ჩამადენინოთ ეს უბედურება,-მეთქი? განუკითხაობა რომ იყო, მაშინ არ ვყოფილვარ წილებში, ჩემზე ვერავინ იტყვის მსგავს რამეს. მაშინ, უბნის ინსპექტორები წილს რომ იღებდნენ, საწვავი რომ იყიდებოდა ქუჩებში, ხატზე დავიფიცებ, მსგავსი არასდროს გამიკეთებია.”

თემის მეორე ნაწილს, სადაც საუბარი იქნება გურიის პოლიციაში არსებულ ვითარებაზე, ასევე იმაზე, თუ როგორ სჯიან პოლიციელებს მინისტრის ბრძანებების შესრულების გამო, “გურია ნიუსი” მალე შემოგთავაზებთ.

P.S. მიუხედავად ყველაფრისა, თარგამაძეს მერაბიშვილის იმედი აქვს: “ვანო მერაბიშვილი რამდენჯერმე ვნახე განყოფილებაში. აქ შეგვხვდა ოპერატიულ ჯგუფს. ისეთი კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ადამიანური, კაცური. ყველას შეგვეკითხა რაღაცეები, დაინტერესდა თითოეული ჩვენგანის ამბით. თუ მინისტრი შემხვდება სულ რაღაც 5 წუთით, მომისმენს და მეტყვის, _ შენ არ ხართ მართალიო, მაშინ მართლა არ ვიწამებ. მარტო იმისას კი არა, საერთოდ ქვეყანაში არ ვიწამებ არაფერს!”

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

10:15; 12 იანვარი, 2026
სამართალი

ბათუმში, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

11:34; 11 იანვარი, 2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

18:21; 10 იანვარი, 2026
სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარის და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

17:43; 10 იანვარი, 2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

12:22; 10 იანვარი, 2026

რამდენი ლანჩხუთელი იმყოფებოდა აქციაზე?

გამგებელს, რომელსაც, "ყოველ შემთხვევაში", სააკაშვილისთვის ხელი არ შეუშლია, არასოდეს უოცნებია

ყველა სიახლე

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაცმოძრაობას“ აღსასრული უდგას, ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება გემის კაპიტანი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს

12:03; 12.01.2026
მსოფლიო

ტრამპი: „მკაცრად ვურჩევ მათ, დადონ გარიგება, ვიდრე გვიან არ არის“

11:24; 12.01.2026
საზოგადოება

“ზამთარი ძლიერდება მთელი თავისი სიურპრიზებით” _ კობა ფარტენაძე

11:24; 12.01.2026
საზოგადოება

ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო _ რა ეღირება ის

10:37; 12.01.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

10:15; 12.01.2026
ზაფრანი

როგორ უნდა დავძლიოთ სიზარმაცე

10:13; 12.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს სურნელი

10:11; 12.01.2026
ზაფრანი

მომავლის პროგნოზირება

10:08; 12.01.2026
ზაფრანი

2026 წლის ჰოროსკოპი

10:07; 12.01.2026
საზოგადოება

“დედამ ცოტახნით, მაგრამ მაგარი ბიჭი აჩუქა დედამიწას”

19:22; 11.01.2026
ზაფრანი

უცხოპლანეტელების გამოჩენა და მესამე მსოფლიო ომის დაწყება – რას წინასწარმეტყველებდა ვანგა 2026 წლისთვის

19:09; 11.01.2026
პოლიტიკა

მესამე მსოფლიო ომი უკვე აქტიურ ფაზაშია _ გია ხუხაშვილი

19:02; 11.01.2026
საზოგადოება

დიდთოვლობის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული – განახლებული ინფორმაცია

18:24; 11.01.2026
საზოგადოება

ფოთელ პედაგოგს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გაუვრცელეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს

16:23; 11.01.2026
ზაფრანი

როდის და როგორ უნდა აიღოთ ნაძვის ხე, რომ მთელი წელი წარმატებული გქონდეთ

14:27; 11.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო