როგორც რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, ხანძარი წუხელ მოსკოვის ერთ-ერთ რაიონში, პლასტმასის პროდუქციის საწყობში გაჩნდა.
ხანძრის ლოკალიზებაში 160 მეხანძრე მონაწილეობდა. წინასწარი ინფორმაციით, 8 მეხანძრე შენობის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა.
ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, შენობაში ხანძრის გაჩენის მომენტში, სავარაუდოდ, 10-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე.