წერეთლის გამზირზე, თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. როგორც გვაცნობეს, ისინი ერთმანეთს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ და იყო აფეთქების ხმაც.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "გურია ნიუსს" უთხრეს, "გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სიტყვიერად.
იყო სიტყვიერი დაპირისპირება, რაც პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა. ინციდენტის დროს გამოყენებული იყო პიროტექნიკა", _ განაცხადა შსს-მ ჩვენთან საუბრისას.