https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

    ჟენევაში გამართული ორ დღიანი შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთს მოლაპარაკებების დასრულების გაჭიანურებაში ადანაშაულებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ქართველი დირიჟორის კარიერის დასაწყისი იტალიაში – გიორგი რევიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ

14:09; 30.09.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჯერ მხოლოდ 25 წლის არის, იტაცებს იოგა, საყვარელი კომპოზიტორი შოსტაკოვიჩია, წერს ლექსებს და იტალიაში წარმატებულ კარიერაზე ოცნებობს, _ ეს გიორგი რევიშვილის მოკლე დახასიათებაა, რომელსაც საქართველოში კლასიკური მუსიკის სფეროში კარგად იცნობენ.

პროფესიით დირიჟორმა ევროპული განათლების მისაღებად და უფრო დიდ მასშტაბებზე გასასვლელად იტალიაზე არჩევანი უკვე შეაჩერა. როგორია მისი მუსიკალური გზა, ამის შესახებ გიორგი რევიშვილი ექსკლუზიურად "გურია ნიუსთან" საუბრობს.

_გიორგი, ჩვენი მკითხველისთვის მოკლედ რომ გვითხრათ, საიდან დაიწყო თქვენი კარიერა?

_დავიბადე 1991 წლის 17 აპრილს ქუთაისში. დავამთავრე მე-14 სკოლა, პარალელურად ვსწავლობდი ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის მე-3 სამუსიკო სკოლაში. მისი დასრულების შემდეგ ჩავაბარე მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ტექნიკუმში. ერთი წლის შემდეგ კი, მობილობით ქუთაისიდან გადავედი თბილისში და ფორტეპიანოს სპეციალობით სწავლა  ზაქარია ფალიაშვილის სახელობის N1 სამუსიკო გიმნაზიაში გავაგრძელე, ნიჭიერთა ათწლედში. თხუთმეტ წლამდე მეგონა, რომ ჩემი საქმე ფორტეპიანო იყო, ჩვიდმეტი წლის ასაკში კი მივხვდი, რომ ეს დირიჟორობაა. ამიტომაც შევიცვალე პროფესია და კონსერვატორიაში ჩავაბარე საგუნდო-სადირიჟოროზე. პირველივე წელს მოვიპოვე სტიპენდიაც.

_რა ასაკში აღმოგაჩნდათ მუსიკალური უნარები?

_ჩემი მუსიკალური უნარები, როგორც მეუბნებიან, შვიდი თვის ასაკში შენიშნეს. თურმე ბევრს ვღიღინებდი, მიყვარდა ქვაბების, ტაფების ძირს დაყრა, რადგან მსიამოვნებდა მათ მიერ გამოცემული ხმები ანუ, დასარტყამი საკრავისადმი მქონდა მიდრეკილება. დედა მუსიკოსია და მან პირველმა შენიშნა, რომ მქონდა კარგი, რიტმული, ვოკალური სმენა. შვიდი წლის ასაკში შევედი მუსიკალურ სკოლაში, სადაც დედა თავად მუშაობდა და პირველ გაკვეთილებს ის მიტარებდა.

_პიანისტობა დიდ ენერგიას, თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს. დღეში რამდენ საათს უთმობდით საქართველოში ინსტრუმენტთან მუშაობას?

_სიმართლე გითხრათ, არ მხიბლავდა მეცადინეობის პროცესი 15-16 წლამდე, სანამ არ გავაცნობიერე, რომ მუსიკა იყო ჩემი. მანამდე კვირაში  ერთხელ თუ დავჯდებოდი ფორტეპიანოსთან. ჩემი პედაგოგის ლავალეტა ფორჩხიძის დამსახურებით და მისი დიდი ძალისხმევის შედეგად ძალიან შემიყვარდა მუსიკის ეს სფერო. ვფიქრობ, საქართველოში ფორტეპიანოს მასშტაბით მაქსიმუმი გავაკეთე, ახლა უკვე დირიჟორობის დროა.

_რა ხდება თქვენს თავს მაშინ, როცა უკრავთ, შეგიძლიათ, ეს გრძნობა სიტყვებით გადმოსცეთ?

_ზოგადად, როცა ვუსმენ მუსიკას, ჩემს საყვარელ ნაწარმოებს საოცარი გრძნობაა, უდიდესი სიამოვნებაა ეს ჩემთვის. ჩემი საყვარელი კომპოზიტორი, რომელიც ჩემს ფსიქოტიპს შეესაბამება, არის დიმიტრი შოსტაკოვიჩი. მისი სიმფონიები, ბალეტები, თხზულებები დღე არ გავა რომ არ მოვისმინო. მეტ-ნაკლები შეგრძნება მეუფლება ამა თუ იმ კომპოზიციის შესრულებისას. თითქოს ასტრალში გავდივარ. სიურეალისტური აღქმა მაქვს, არაბუნებრივი, არამიწიერი.  დაახლოებით შემიძლია ეს შევადარო მედიტაციის დროს განცდილ გრძნობას.

_პირველად რა ასაკში მოუსმინეთ მას და დაემთხვა თუ არა დედის გემოვნებას?

_ჩვიდმეტი წლის ვიყავი, რომ დამაინტერესა და მის პირველ სიმფონიას მოვუსმინე. შემდეგ მე-10 სიმფონიას, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. არა, დედა უფრო მე-18, მე-19 საუკუნეების კომპოზიტორებისკენ იხრება. შოსტაკოვიჩი მე-20 საუკუნის კომპოზიტორია; მე თანამედროვე მუსიკა მომწონს, ნაკლებად მოდერნი.

_შეგიძლიათ, პირველი კონცერტი გაიხსენოთ?

_შვიდი წლის ასაკში მქონდა პირველი სოლო კონცერტი ქუთაისში, მე-3 მუსიკალურ სკოლაში. ცოტა ვღელავდი, მაგრამ ჩემი შესრულების მანერაზე არ უმოქმედია უარყოფითად. მახსოვს, დედასთან ერთად დავუკარი ზურაბ აზარაშვილის ,,მწემსური.“ ამ დღემ ქვეცნობიერად გადამაწყვეტინა, რომ მე ვიყავი მუსიკოსი. ძლიერი ღელვა, ზოგადად, არ მახასიათებს, მაგრამ პატარა ღელვა, ადრენალინი, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იგრძნოს მაქვს სცენაზე გასვლამდე. შემდეგ კი, ვართ მე და მუსიკა, მე და ფორტეპიანო. სხვა დანარჩენი ჩემთვის აღარ არსებობს.

_კონკურსებში  თუ მიგიღიათ  მონაწილეობა?

_შვიდი წლიდან წელი არ გამომიტოვებია კონკურსზე ან ფესტივალზე არ გავსულიყავი. რესპუბლიკური კონკურსი, რომელიც  ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება, ქალბატონი მანანა დოიჯაშვილის თაოსნობით,  არ გამომიტოვებია, თუ არ ჩავთვლით ბოლო ორ წელს, როცა უკვე დირიჟორი ვიყავი. 2007 წელს დავუკარი კონსერვატორიის დიდ დარბაზში და მე-3 საპრიზო ადგილი დავიკავე. ვერანაირი პრიზი ვერ გადაწონის იმას, რომ ფართო საზოგადოებას ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობები და შემოქმედებითად გავიზარდო კონკურსიდან კონკურსამდე.

_როგორ შეაფასებთ საქართველოში თქვენს სფეროში არსებულ სიტუაციას?

_სამწუხაროდ, რაც უფრო დროს გადის საქართველოში კლასიკური მუსიკის კონტიგენტი სულ უფრო მცირდება. წინა პლანზე  კომერციული ჟანრები წამოვიდა. მუსიკაც გადაერთო მოგებაზე. ჩვენთან ფეხი იმდენად მოიკიდა ეროვნულმა მუსიკამ, ფოლკლორმა, რომ ცოტა გვიან განვითარდა კლასიკური მუსიკა. ეს მე-19 საუკუნეში მოხდა ზაქარია ფალიაშვილის თაოსნობით. პირადად მე ძალიან ბევრი რამ მომცა კონსერვატორიაში განვლილმა ექვსმა წელმა. არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ მოვხვდი ისეთ არაჩვეულებრივ მაესტროსთან, როგორიც ავთო რევიშვილია. ჩემი სპეციალობის, საგუნდო-სადირიჟოროს განხრით საქართველოში ცუდი სიტუაციაა, მინიმალური ხელფასებია. მაქვს ჯანსაღი ამბიციები, ჩემს სფეროში ვიყო ერთ-ერთი პირველი, ამიტომ გადავწყვიტე საქართველოდან წამოსვლა.

_თქვენი სამომავლო გეგმები, როგორც ვიცით, იტალიას უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, რა გზა გამოიარეთ აქ მოსახვედრად და რა არის თქვენი მიზანი?

_2013 წელს ჩამოვედი აქ პირველად ფესტივალზე, იტალიურ ენასთანაც მქონდა შეხება. სტილისტურად, ტემპერამენტულადაც ჩემში ეს ქვეყანა უფრო ჯდება. თავიდან ფლორენციაში ვაპირებდი სწავლის გაგრძელებას, მაგრამ თბილისში მირჩიეს, რომ ყველაზე კარგი სკოლა ორკესტრის დირიჟორობის განხრით მილანსა და ბოლონიაშია. რეგისტრაცია გავიარე ინტერნეტით საქართველოში ყოფნის დროს, მოვამზადე ყველა საჭირო დოკუმენტი და ფოსტით გადმოვაგზავნე იტალიაში, ბოლონიის კონსერვატორიაში. მომივიდა კიდეც მოწვევის წერილი და დავიწყე ვიზის გაკეთება. ჩამოვედი სასწავლო, ექვსთვიანი ვიზით და როდესაც  კონსერვატორიაში ჩავაბარებ,  ორწლიან საბუთს ავიღებ. უკვე ორი თვეა  ბოლონიაში ვცხოვრობ,  ორი გამოცდა უკვე ჩავაბარე. პირველი გამოცდა   ტესტირების სახით იტალიურ ენაში ჩამიტარდა, მე-2 გამოცდა  პარტიტულის კითხვა იყო. ამ გამოცდით ამოწმებენ თვალის მეხსიერებას. გაძლევენ სრულიად უცხო ნაწარმოებს, ის იქვე უნდა გაარჩიო და დაუკრა უცებ. ველოდები ბოლო გამოცდას, რომელიც 10 ოქტომბერს დირიჟორობაში მაქვს. ნოემბრის დასაწყისში კი,  სწავლას მაგისტრატურაში დავიწყებ. პარალელურად, იტალიურ ენას ვეუფლები. საბედნიეროდ, სწავლის დაწყებამდეც მაქვს კონსერვატორიაში მეცადინეობის საშუალება. ჩემი სამომავლო გეგმები ჯერჯერობით ბოლონიას უკავშირდება. როდესაც სწავლას დავიწყებ, აუცილებლად მინდა, რომ პარალელურად, ვიმუშაო კიდევაც ჩემი პროფესიით.

_ხართ დირიჟორის პროფესიისთვის მზად?

_რა თქმა უნდა, კი. ზუსტად მაგიტომ ჩამოვედი იტალიაში, რომ პროფესიულად დავეუფლო ჩემს საქმეს. დიდ მასშტაბებზე მინდა გავიდე და ამის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ.

_ცოტა რამ პირადზე…რა გიყვართ, რა გიტაცებთ?

_ ჩემი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი ჩვიდმეტი წლიდან იოგაა. ვარ მკაცრი ვეგეტარიანელი, ვეგანი. ვიკვებები სუფთა მცენარეული საკვებით. ჯანსაღი ცხოვრების წესს მივსდევ. მიყვარს სპორტი, სირბილი, ცურვა, ფეხბურთი, მოგზაურობა, ბუნება. პირად ცხოვრებაში ამ ეტაპზე არაფერი ხდება. ბავშვობიდან ვწერ ლექსებს. ვწერ როცა მინდა მაშინ, არ ვარ მუზაზე დამოკიდებული. განსაკუთრებით მიზიდავს ფილოსოფიური თემატიკა. ვწერ ცხოვრებაზე, ამქვეყნიურ ამაოებაზე. რეალისტი ვარ, ოდნავ ვიხრები ოპტიმიზმისკენ.

ნონა გედენიძე

სპეციალურად "გურია ნიუსისთვის" იტალიიდან

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

სასახლის ღობის საქმე – ბრალდებულების ადვოკატები “ტვ იმედს” ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ

11:35; 21 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“არ დავუშვათ”- ავტოიმპორტიორები დღეს აქციას მართავენ

11:15; 21 თებერვალი, 2026
საზოგადოება

შეიძლება თუ არა მარხვაში ჯვრისწერა

10:28; 21 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი რამდენიმე მსახიობმა დატოვა

10:22; 21 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“შეწყვიტეთ რეფორმა”- ამ ლოზუნგით თსუ-ის პირველ კორპუსთან აქცია გაიმართება

21:27; 20 თებერვალი, 2026

"არაერთხელ და დროულად ვურჩიეთ ხელისუფლებას, თავი შეეკავებინა ავანტიურისგან" _ მამუკა ჟღენტი

დღეს საქართველოში რომის პაპი ფრანცისკე ჩამოვა

ყველა სიახლე

სამართალი

“61 600 ლარს მოტყუებით დაეუფლა”- პროკურატურა

15:15; 21.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ორი იშვიათი წყვილი

13:28; 21.02.2026
პოლიტიკა

რატომ შესთავაზეს მოქალაქეებს დოკუმენტების ჩანაცვლება და მოაბრუნეს თუ არა მოქალაქეები საზღვრიდან

13:20; 21.02.2026
სპორტი

რაგბისტი გოგოები გურიიდან ხორვატიასთან მატჩის მოლოდინში

12:59; 21.02.2026
საზოგადოება

სასახლის ღობის საქმე – ბრალდებულების ადვოკატები “ტვ იმედს” ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებენ

11:35; 21.02.2026
საზოგადოება

“არ დავუშვათ”- ავტოიმპორტიორები დღეს აქციას მართავენ

11:15; 21.02.2026
საზოგადოება

შეიძლება თუ არა მარხვაში ჯვრისწერა

10:28; 21.02.2026
საზოგადოება

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი რამდენიმე მსახიობმა დატოვა

10:22; 21.02.2026
სამართალი

პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 3 პირი

10:10; 21.02.2026
party on beach
ზაფრანი

საუკეთესო მეგობრები

10:00; 21.02.2026
Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:

[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]
ზაფრანი

რომელ მამაკაცს შეუძლია ქალს მარტივად შეაყვაროს თავი

9:54; 21.02.2026
სამართალი

ხიდზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

9:33; 21.02.2026
სამართალი

„უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს… ოჯახში ორი მიცვალებული ასვენია“

21:35; 20.02.2026
სამართალი

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

21:28; 20.02.2026
საზოგადოება

“შეწყვიტეთ რეფორმა”- ამ ლოზუნგით თსუ-ის პირველ კორპუსთან აქცია გაიმართება

21:27; 20.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო