მას შემდეგ, რაც უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა, უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა ვაკანტური გახდა. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ირინა იმერლიშვილს მისი მოადგილე ლევან ბოძაშვილი ჩაანაცვლებს.
"სანამ პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას და პრეზიდენტი დანიშნავს ახალ უშიშროების მდივანს, ხვალიდან, როდესაც მე აღარ ვიქნები უშიშროების საბჭოს მდივანი, ჩემს მოვალეობას ერთ-ერთი ჩემი მოადგილე შეასრულებს, კერძოდ, ეს იქნება ლევან ბოძაშვილი", _ აღნიშნა იმერლიშვილმა.
არსებული ინფორმაციით, ბოძაშვილი არჩევნების დასრულებამდე უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.