სამტრედიაში სოფელ ჩხენიშის მე-17 უბანზე ახლახანს ხმა მისცა „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ მაჟორიტარმა კანდიდატმა პაატა მანჯგალაძემ.
„მომწონს ის, რომ ჯერჯერობით მშვიდობიანი გარემოა. თუმცა, ხელისუფლება გრძნობს რომ წააგებს არჩევნებს და კოორდინატორების რაოდენობა გაზარდა. მაგალითად, 350 ამომრჩეველია სოფელ ჩხენიშში და 43 კოორდინარორი ჰყავთ. ყოველ მე-6 კაცზე ერთი კოორდინატორი მოდის. მ
აქვს გამარჯვების განწყობა. წინასაარჩევნო პერიოდში თითქმის ყველა მოსახლესთან ვიყავი. ხალხი ისეთ გაჭირვებაში ვნახე არა მგონია, ამ გაჭირვებას ხმა მეორედ მისცენ“, _ განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ მანჯგალაძე ცოტა ხნის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი იყო.
ცნობისთვის, სოფელ ჩხენიშში 499 ამომრჩეველია რეგისტრირეგული, აქედან 120-მა ხმა უკვე მისცა.