ფოთის 61-ე ოლქში, მე-8 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დაწყებამდე სამაშველო ჯგუფის გამოძახება გახდა საჭირო.
როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ უბანზე პროცედურები დაახლოებით 30 წუთით შეფერხდა.
"საუბარია კენჭისყრის წინა, წილის ყრით ფუნქციების გადანაწილების პროცესზე. ვინაიდან ფიზიკურად, საუბნო–საარჩევნო კომისიის წევრებმა ვერ მოახერხეს კომისიის შენობაში შესვლა. კარები ჩაიკეტა, სადაც შენახული იყო მთელი საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ მოუხდათ სამაშველო დამხმარე ჯგუფის მოყვანა, რომელთაც შემდგომში საარჩევნო უბანი გახსნეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ დროულად განახორციელეს კენჭისყრის წინა პროცედურები და ამის შემდეგ კენჭისყრის პროცესი ამომრჩევლებისთვის ზუსტად 08:00 საათზე დაიწყო", _ განაცხადა ანა მიქელაძემ.