სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ თავისი არჩევანი კრწანისის რაიონის ნომერ მე-4 საარჩევნო უბანზე უკვე გააკეთა და მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.
”მთელ საქართველოს ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღეს და მოვუწოდებ ყველას, მთელ მოსახლეობა, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში . ღმერთმა დალოცოს საქართველო!”_ ბრძანა უწმინდესმა.