სოფელ ყიზილაჯლოში 48-ე უბანზე ხელჩართული ჩხუბი მოხდა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – დემოკრატიული არჩევნების“ წარმომადგენელმა განაცხადა, ის უბანზე მას შემდეგ მივიდა, რაც არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო.
მისი განცხადებით, უბანზე ხმის მიცემის პროცესი მარკირების გარეშე მიმდინარეობდა და დამკვირვებლებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.
„ახალი თაობა – დემოკრატიული არჩევნების“ წარმომადგენლის თქმით, მისვლის შემდეგ 48-ე უბანზე მესამე სექტორის წარმომადგენელმა 20 კაცამდე დაჯგუფება შენიშნა და უბნის თავმჯდომარეს ვითარების გარკვევა სთხოვა, თუმცა მალევე საარჩევნო უბნის შესასვლელ კართან ხელჩართული ჩხუბი დაიწყო.
როგორც წარმოამდგენელი ამბობს, მისთვის უცნობია, რომელი პარტიის მხარდამჭერები მონაწილეობდნენ ინციდენტში. ვითარება კი შემთხვევის ადგილზე პოლიციის მივლის შემდეგ განიმუხტა.