მარნეულის 48-ე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე შეკრებილი, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ აჰმედ იმამყულიევის მხარდამჭერები უბნის შედეგების გაუქმებას მოითხოვენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ამტკიცებენ, რომ მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფები არჩევნები შედეგების გაყალბებას შეეცადნენ.
აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის მხარდამჭერები შეძახილებით, რომ გაუქმდეს უბნის შედეგები, 48-ე უბნის ტერიტორიას ნელ-ნელა ტოვებენ.
შესაბამისად, 48-ე უბანთან ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა ადგილზე კვლავ რჩებიან სპეცრაზმის და პოლიციის წარმომადგენლები.
ამავე თემაზე:
რა ვითარებაა მარნეულში და ვის აქვს საარჩევნო ყუთი
დააკავეს თუ არა მარნეულის ინცინდენტში მონაწილე პირები
"კომენტარს ვერ გავაკეთებ" – ისვრიან თუ არა ქვებს მარნეულის 48-ე უბანზე