„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ეგზიტპოლის მონაცემებს არ ენდობა. როგორც ნინო ბურჟანაძე აღნიშნავს, როგორც მასთან განაცხადეს ამომრჩევლებმა, მათ არავითარ ეგზიტპოლში მონაწილეობა არ მიუღიათ. გარდა ამისა ბურჯანაძე ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, საარჩევნო უბნებიდან, რომ ბევრი ხმა მიიღეს.
„რაც შეეხება ეგზიტპოლებს, რომლითაც მუდმივად ხდება მანიპულირება საქართველოში, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ტელევიზიებშიც კი 30% რჩება პასუხგაუცემელი. გარდა ამისა, ყველამ ძალიან კარგად იცით, ჩვენი მომხრეები იყვნენ გაფრთხილებულნი, არცერთ ჩვენს მომხრეს არ გაუცია პასუხი ეგზიტპოლების შეკითხვისთვის, რადგან ჩვენ ვიცით, როგორი მანიპულირება ხდება ეგზიტპოლების მიერ", _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.