დღეისთვის ყველაზე ხანგრძლივ მატჩად ითვლება, დიდ ბრიტანეთში 2009 წლის 11-12 აპრილს ჩატარებული თამაში, რომელშიც მონაწილეობდნენ ბრისტოლის საფეხბურთო აკადემია და „ლიდს ბეჯერსი“.
თამაში გაგრძელდა 36 საათი და დასრულდა ანგარიშით: 285-255 „ლიდს ბეჯერსის“ სასარგებლოდ.
თავი გამოიჩინა გამარჯვებული გუნდის თავდამსხმელმა ადამ მაკფიმ _ 75 გოლი.
თითოეულ გუნდში 18 მოთამაშე იყო, საშუალოდ მათ მოედანზე 18 საათი გაატარეს. დათვლილია, რომ ამ მატჩის დროს ფეხბურთელებმა დაახლოებით 70 კილომეტრი ირბინეს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შესვენების დროს ფეხბურთელებს ეკრძალებოდათ მოედნის დატოვება.