გუშინ სტარტი აიღო ჰოკეის ნაციონალური ლიგის ახალმა სეზონმა და ჩრდილოეთ ამერიკის საუკეთესო კლუბები „სტენლის” თასისთვის მორიგ გათამაშებაში ჩაერთნენ.
ამასობაში საკუთარი ფავორიტი კლუბის სახელი გაახმოვანა სახელოვანმა უკრაინელმა მოკრივემ ვლადიმერ კლიჩკომ, რომელმაც „ნიუ-იორკ რეინჯერსის” მაისურით იპოზიორა ფოტოგრაფის წინაშე და ფოტოები სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
აღმოჩნდა, რომ კლიჩკო ჰოკეის დიდი მოყვარულია და ბავშვობაში ჰოკეისტობაზეც კი ოცნებობდა, თუმცა საბოლოოდ კრივზე შეაჩერა არჩევანი.
ამერიკაში ყოფნის დროს კლიჩკო რეგულარულად ესწრება საყვარელი გუნდის თამაშებს ნიუ-იორკში.