"გამორიცხული მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობაა“ _ განაცხადა ზურაბ აბაშიძემ ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებთან კითხვაზე _ აპირებს თუ არ ის და მისი გუნდის რომელიმე წევრი ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, აბაშიძე არაფერს არ გამორიცხავს.
,,არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. მივიღე გადწყვეტილება, რომ აღარ ვარ თავისუფალი დემოკრატების წევრი, ვაღიარებ ამ პარტიის დამარცხებას და ჩვენმა გუნდმა ერთად მიიღო ეს გადაწყვეტილება. რას გადავწყვეტ, ვერ გეტყვით, შეიძლება ჟურნალისტიც გავხდე. გამოვრიცხავ ერთადერთს _ "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას, დანარჩენი არაფერს არ გამოვრიცხავ. "ქართულ ოცებასთან" ერთად ჩვენ სერიოზული ბძროძლა გამოვიარეთ და დავამარცხეთ სააკაშვილის რეჟიმი, მას შემდეგ ჩვენი გზები გაიყო, იქ არიან ადამიანები, რომლებიც ჩემთან ახლოა და რომელთაც ერთადაც ვიბრძოლეთ, _ განაცხადა აბაშიძემ.