დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მინისტრი სოზარ სუბარი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ტექნიკურ გაუგებრობას“ უწოდებს იმას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებაში საქართველოს დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა არ მიიღეს.
როგორც სუბარმა განაცხადა, საქართველოს დელეგაციამ ამასთან დაკავშირებით განმარტება უკვე გააკეთა და ამას კუდების მობმა არ უნდა.
„ძალიან კარგად განმარტეს ჩვენი დელეგაციის წევრებმა და დამატებითი განმარტებები და დამატებითი განმარტებები არ უნდა, ისევე, როგორც არც დამატებითი კუდების მობმა არ სჭირდება. მოხდა ტექნიკური გაუგებრობა, დღის წესრიგი არ იყო ცნობილი. სხვა შეხვედრა იყო დაგეგმილი, _ განაცხადა სუბარმა.