ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ „თავისუფალი დემოკრატებიდან“ პარტიის რამდენიმე ლიდერის წასვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. როგორც ქანთარიამ აღნიშნა, სამწუხაროა პარტიიდან და პოლიტიკიდან ოთხი-ხუთი ლიდერის წასვლა, მაგრამ პოლიტიკოსები ნელ-ნელა დამშვიდდებიან.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დამშვიდდებიან, ვინც წასასვლელია, წავა პოლიტიკიდან. სამწუხაროა, „თავისუფალი დემოკრატების" ოთხეულის თუ ხუთეულის წასვლა პოლიტიკიდან, მაგრამ რა ვქნათ ახლა, „ბითლზი" დაიშალა, ერთი ამბავი იყო, მაგრამ გადაიტანა ეს ხალხმა. ასე რომ, ყველა თავის გზას მონახავს, დამშვიდდება", _ განაცხადა ქანთარიამ.