_ წალენჯიხაში სერიოზული პრობლემები იყო, პრეზიდენტიც ბრძანდებოდა ჩამოსული. კომუნიკაციური პრობლემები იყო. რამდენიმე ცენტრალური ობიექტიდან მოვხსენით ტექნიკა, რათა უცებ გადაგვეწყვიტა ეს პრობლემა, მაგრამ ყველას გამოყენება არ დაგვჭირდა.
მივიღეთ დავალება, პირველ რიგში, კომუნიკაცია გაგვესწორებინა. სამი მილ-ხიდი არის გასაკეთებელი, რომელსაც ვვარაუდობთ, რომ 24 საათში დავალაგებთ. ის პრობლემა, რომელიც დღეს შეიქმნა სტიქიის გამო, მოგვარდება და ყველაფერი დალაგებული იქნება. ინერტული მასალები არის შეტანილი, ხვალ სპეციალისტები ჩადიან ზუგდიდში. რომელიც გუბერნატორი ჩაატარებს თათბირს, რომელსაც გეოლოგებიც დაესწრებიან. მათი ჩართვა არის საჭირო, ეს პრეზიდენტის დავალებაა. _ განაცხადა “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბრისას რამაზ ნიკოლაიშვილმა.