საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დამსწრეთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შექმნის ისტორია, მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. საბჭოს წევრებმა ისაუბრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს მედიის ეთიკურობა აკონტროლოს საზოგადოებამ და მხოლოდ ჩუმი, ინერტული პროტესტით გამოხატოს.
_ საზოგადოებას მაუწყებელთა თვითრეგულირების საბჭოებისა და ეთიკის ქარტიის მეშვეობით, აქვს ეფექტური მექანიზმები გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება იმ საგაზეთო სიუჟეტების, გადაცემების თუ სტატიების მიმართ, რომლებიც საზოგადოების პროტესტს იწვევს, არღვევს მათ უფლებას მიიღონ ზუსტი, გადამოწმებული და არადისკრიმინაციული ინფორმაცია. ამისთვის საჭიროა განცხადებით მივმართოთ ზემოთ ჩამოთვლილ თვითრეგულირების საბჭოებს და ქარტიას, _ თქვა შეხვედრაზე საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარემ, ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრმა, „გურია ნიუსის“ გამომცემელმა ია მამალაძემ.
ქარტიის საბჭოსთან შეხვედრა ხალხმრავალი იყო და მსჯელობა ბევრ საინტერესო საკითხს შეეხო.
საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია მიიღეს 2009 წელს და მას, დღეისთვის ხელს აწერს ორასამდე ჟურნალისტი.
სოფიო კალანდაძე, იანეულის მედიაწიგნიერების ცენტრი