შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროფესიულ ტესტირებამდე ერთი დღით ადრე რეგისტრირებულ აპლიკანტებს პრეტესტში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ.
ათივე ცნობით, პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. აპლიკანტებს საშუალება აქვთ ყოველგვარი შეფასების გარეშე გაეცნონ საგამოცდო პროცესს. პროფესიული პროგრამებისათვის ტესტირება 29 ოქტომბერს ჩატარდება მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება.
„აპლიკანტი ყურადღებით უნდა გაეცნოს საგამოცდო ბარათზე მითითებულ ინფორმაციას: რეგისტრაციის დროსა და საგამოცდო ცენტრის მისამართს.
2016 წლის საშემოდგომო სესიაზე 13 ათასამდე მსურველმა გაიარა რეგისტრაცია. მიღება პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ 35 სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს გამოცხადებული. პროფესიული ტესტი შედგება პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილისაგან. დაფინანსების მოპოვების მიზნით კონკურსანტმა ტესტირებაზე პროფესიული უნარებისა და საგნის ტესტის ჯამური მაქსიმალური ქულის 25 %-ზე მეტი უნდა დააგროვოს“, _ აცხადებენ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრში.
ცნობისთვის, ცენტრმა პროფესიული განათლების სისტემისათვის მოამზადა ახალი საგამოცდო მოდელი, რომელიც კონკრეტული სახელობო პროფესიის დაუფლებისათვის მნიშვნელოვანი, მინიმალური (საბაზო) ცოდნისა და სპეციფიკური უნარების შეფასებას ითვალისწინებს.