გამოკვლევის თანახმად პიკასოს ნახატებს ყველაზე ხშირად იპარავენ.
გამოცემის „Daily Mail“ მტკიცებით პიკასოს 1147 ნამუშევარი მოპარულად, დაკარგულად ან სადაოდ ითვლება.
მეორე ადგილზე თანამედროვე ამერიკელი მხატვარი ნიკ ლოურენსია. მისი 557 ნამუშევარია დაკარგული. მან პიკასოზე ორჯერ ნაკლები რაოდენობით დაიკავა მეორე ადგილი. ნახატების დიდი ნაწილი 2004 წელს მოიპარეს.
მესამე ადგილზე მე-20 საუკუნის მხატვარი მარკ შაგალია. მისი 516 ნამუშევარი მოპარულად ითვლება.
ჰოლანდიელი მხატვარი კარელ აპელი 505 მოპარული ნახატით მეოთხე ადგილზე გავიდა და სალვადორ დალის ერთი მოპარული ნამუშევრით გაუსწრო.
დალიმ 504 მოპარული ნამუშევრით მეხუთე ადგილი დაიკავა.
ყველაზე ხშირად მოპარვადი ნახატების ათეულში შევიდნენ: ჯოან მირო (478), დევიდ ლევინი (343), ენდი უორჰოლი(343), რემბრანდტი (337) და პიტერ რეინიკე (336) .