https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“უგზოობა და უგაზობა მარადიულ პრობლემად არ უნდა გვექცეს”

13:11; 6.11.2016
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

"ყველამ "ქართულ ოცნებას" მივეცით ხმა. ახლა გვინდა, ჩვენს პრობლემებს მიხედოს მთავრობამ _ ლოდინის დრო არ გვაქვს! სულ ცოტა, 8 წელია, ვეხვეწებით ხელისუფლებას, რომ გაზი გვაღირსონ და გზას მიხედონ. სოფლის ერთ ნაწილში თუ ათი წელია, გაზი შემოყვანილია, რა უსაშველო ჭირთ ასეთი, რომ მეორე თემს ლოდინში ამოგვხადეს სული? გვითხრან, ბატონო, რა ვქნათ! ფულია საჭირო? გვიჭირს, მაგრამ მოვახერხებთ და დავდებთ. განცხადებაა საჭირო? რამდენჯერ დავწერეთ, აღარც გვახსოვს. პროტესტის გამოხატვა გზების გადაკეტვით და ყვირილით, მგონი, წარსულს ჩავაბარეთ. ყოველ შემთხვევაში, სოფელში გაზის შემოყვანის მოთხოვნისთვის ასეთი ფორმა არ უნდა დაგვჭირდეს! გზა და გაზი მარადიულ პრობლემად არ უნდა გვექცეს", _ ასეთი შინაარსის განცხადება "გურია ნიუსის" რედაქციაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის თემის ქაქუთის მცხოვრებლებმა ამირან ქავთარაძემ, ლია ურუშაძემ, დიმიტრი ხურციძემ, ნატო ქავთარაძემ, ნანული კვირკველიამ, ამირან ღლონტმა და კიდევ მრავალმა შემოიტანეს _ თითქმის ყველამ, ვინც სოფელ ქაქუთში ცხოვრობს. ისინი კატეგორიულად მიმართავენ ხელისუფლებას, რომ ეს შეხსენება დროში ისე არ გაიწელოს, როგორც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ხდება.

ქაქუთელთა წუხილი კონკრეტული ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად (გაზის, გზის, გარე განათების, წყლის არქონა) მრავალ წელია, გრძელდება და გარკვეულწილად. ისინი ხშირად სვამენ კითხვებს:

"რატომ კეთდება ყველაფერი ჭანიეთში და ქაქუთამდე ამოსვლა უსაშველო რატომ გახდა? გაზი ქაქუთის დასაწყისამდე მოიყვანეს და გაჩერდნენ; ლამპიონები ჭანიეთის გადმოსახვევიდან ცენტრამდე კეთდებოდა სულ, ქაქუთში ორი წლის წინ ორიოდე ლამპიონი დადგეს და აგერაა, ბატონო, გადაიღეთ _ გადამწვარია! გზა, ათი წელიწადია, ჭანიეთის გადმოსახვევიდან სოფლის ცენტრამდე რემონტდება. მართალია, ორმოების "დაკერებით", მაგრამ ასეთი ფორმითაც არავინ აკეთებს ქაქუთში. ერთხელ მოიხრეშა და მორჩა! იქნებ, გვითხრან, კიდევ რამდენი წელი უნდა ველოდოთ მოწყალებას?! ახლა, უპირველესად, გაზის გამოყვანას ვითხოვთ და გაგვცენ კონკრეტული პასუხი. რასაც გვეტყვიან, გადავიხდით, მეტი რა ვთქვათ და რა ვქნათ?" _ ამბობს მოსახლეობა.

სოფელ ჭანიეთში გაზის შეყვანა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ძირითადად, სოფლის ცენტრალური გზის გასწვრივ მდებარე ოჯახებმა შეძლეს დამონტაჟება. რაც შეეხება სოფლის ცალკეული უბნების დაქსელვას, ამაზე კომპანიამ, ძირითადად, უარი თქვა და მოსახლეობის იმ ნაწილმა გააკეთა, ვინც ერთობლივი ხარჯები გაიღო და საკუთარი სახსრებით დააფინანსა სამუშაოები. გაზის ცენტრალური მილი დღეისთვის სოფელ ქაქუთის დასაწყისამდე მიყვანილია. ხუთი წლის წინ, როცა აქამდე მოხდა გაზის გამოყვანა, ქაქუთელები დაიმედებულნი იყვნენ, რომ მომავალ წელს მათ ოჯახებშიც აინთებოდა ცისფერი ალი, თუმცა, მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა და საქმე ადგილიდან არ დაძრულა.

_ ჩვენამდე მოაღწია ინფორმაციამ, რომ გაზის მილს სოფელ ქაქუთის ცენტრამდე ამოიყვანენ, შემდეგ კი, შეაჩერებენ. ქაქუთის ის უბანი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, კილომეტრნახევრითაა დაშორებული ქაქუთის ცენტრს. ამ უბანში 30-მდე ოჯახი ცხოვრობს. ჩვენ რა ვქნათ, კიდევ შვიდი წელი ველოდოთ გაზს? სიმართლე გვითხრან და დროზე გააკეთონ, ახლა მაინც აღარ ეყოლება ხელისშემშლელი ჩვენს ხელისუფლებას, _ გვითხრეს აღნიშნული უბნის მცხოვრებლებმა.

"გურია ნიუსი" ესაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს სოფელ ჭანიეთში მერაბ ბერაძეს, რომელმაც თქვა, რომ "გაზსადენი მილის სოფელ ქაქუთამდე გაგრძელების თაობაზე მართლაც იყო საუბარი, თუმცა, სოფლის დონეზე".

_ ახლა წლის ბოლო ახლოვდება და ასე უცებ ვერაფერს გავაკეთებთ. არ არის დღე, რომ სოფლის პრობლემურ საკითხებზე არ ვმსჯელობდეთ. "სოკარ ჯორჯია გაზის" რაიონულ ხელმძღვანელობასთან არა ერთხელ მისაუბრია და ისინი ამბობენ, რომ გაზიფიცირებას ახდენს სახელმწიფო, ხოლო დასრულებული სამუშაოების შემდეგ ისინი იბარებენ კონკრეტულ სოფლებს, უბნებს და ახდენენ მათ კონტროლს გამართული მუშაობისთვის. გზას რაც შეეხება, ისევე, როგორც გაზიფიცირების დროს, არსებობს გარდამავალი პროექტები. ერთბაშად არ მთავრდება ყველა სამუშაო ყველა სოფელში თუ სხვადასხვა უბანზე. ჭანიეთსა და ქაქუთში არის გზის პრობლემაც და ერთ-ერთ პირველს მე მინდა, რომ ეს საქმე მოგვარდეს. ახლა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი უნდა შედგეს და გზის თაობაზე, ვფიქრობ, კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მე არ დავაკლებ მცდელობას, რომ სოფელში უგზოობის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს. 30 წელია, გზა გასაკეთებელია და სხვაც ბევრი რამ. სოფელში აშენდა ევროსტანდარტების მქონე საბავშვო ბაღი, ახლა იწყება სკოლის მშენებლობა. მრავალი წლის განმავლობაში სასაფლაოზე გზა არ იყო და ახლა გაკეთდა. ასევე, ცალკეულ უბნებში, ციცაბო აღმართებზე დაიგო ბეტონის საფარი. ბევრი რამ გაკეთდა, რაც ბოლო 20 წელიწადში არ გაკეთებულა და ვეცდებით, მეტი გავაკეთოთ უფრო მოკლე დროში. რაც შეეხება ლამპიონებზე გადამწვარ ნათურებს, აღრიცხვას ვაკეთებ, რამდენია უვარგისი და შემდეგ მივმართავ ქალაქის შესაბამის სამსახურს. ერთი ნათურისთვის ხომ ვერ გამოვიძახებ ბრიგადას დასახმარებლად?! _ გვითხრა მერაბ ბერაძემ.

შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" სამეგრელო -გურიის რეგიონის ოზურგეთის სერვისცენტრის მენეჯერი გია ელიაძე "გურია ნიუსთან" შემდეგი სახის განცხადებას აკეთებს:

_ კონკრეტულად სოფელში გაზის შეყვანის თუ იქვე არსებული შეჩერებული სამუშაოს გაგრძელების უფლება ჩვენ არ გვაქვს. ჩვენი კომპანია სახელმწიფოსგან უკვე აშენებულ თუ დამთავრებულ ობიექტს იბარებს. რაც შეეხება სამუშაოების დაწყებას თუ გაგრძელებას ამა თუ იმ უბანზე, ეს ხდება სახელმწიფოს მიერ, ტენდერების გამოცხადების და დასრულების შემდეგ.

_ ბატონო გია, ვერანაირ კონკრეტულ ინფორმაციას ვერ გვეტყვით იმის თაობაზე, თუ როდის მოხდება იმ სოფლების გაზიფიცირება, სადაც ჯერ არ არის ან შეჩერებულია სამუშაოები?

_ მე მხოლოდ იმას გეტყვით, ასე ვთქვათ, ჭორის დონეზე, რომ 2017 წლის ბოლომდე მთელ ქვეყანაში უნდა დასრულდეს გაზიფიცირება. სოფელ ჭანიეთში ნაწილობრივ არის დარჩენილი სამუშაოები და ჩემი აზრით, ასეთ სოფლებში უფრო ადრე მოხდება დაწყებული სამუშაოების დასრულება. მეტს ვერაფერს გეტყვით. ამ საქმეს წყვეტს სახელმწიფო, კონკრეტულად კი ენერგეტიკის სამინისტრო, _ გვითხრა ელიაძემ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ილია მეორე – იმედით უნდა ვიყოთ

00:12; 1 იანვარი, 2026
საზოგადოება

რამდენმა პირმა მიიღო საარსებო შემწეობა დეკემბერში

21:20; 31 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“თანამშრომლებმა გამოასწრეს”- მანქანა გაზის მილს დაეჯახა, რამაც აფეთქება გამოიწვია

20:47; 31 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

დიდთოვლობა, ქარბუქი, ნისლი… _ ამინდი გაუარესდება

17:02; 31 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია

16:43; 31 დეკემბერი, 2025

რატომ არ სურს საზოგადოებას სუფთა გარემოში ცხოვრება

"სიკეთე გადამდებია" _ "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"

ყველა სიახლე

საზოგადოება

ილია მეორე – იმედით უნდა ვიყოთ

0:12; 1.01.2026
სამართალი

დაჭრილი კაცი კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა

21:30; 31.12.2025
საზოგადოება

რამდენმა პირმა მიიღო საარსებო შემწეობა დეკემბერში

21:20; 31.12.2025
სამართალი

თბილისში მკვლელობა მოხდა

20:54; 31.12.2025
საზოგადოება

“თანამშრომლებმა გამოასწრეს”- მანქანა გაზის მილს დაეჯახა, რამაც აფეთქება გამოიწვია

20:47; 31.12.2025
სამართალი

სუს-ი თამარ მეარაყიშვილის გათავისუფლებაზე განცხადებას ავრცელებს

18:54; 31.12.2025
საზოგადოება

დიდთოვლობა, ქარბუქი, ნისლი… _ ამინდი გაუარესდება

17:02; 31.12.2025
პოლიტიკა

კახა კალაძე – ახალი წლის გალაკონცერტი სატელევიზიო ფორმატის იქნება

16:57; 31.12.2025
საზოგადოება

ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია

16:43; 31.12.2025
ფინანსები

ევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

16:16; 31.12.2025
ზაფრანი

როგორ მოვიზიდოთ ფინანსური კეთილდღეობა – საახალწლო რჩევა

14:51; 31.12.2025
სამართალი

“მე გადავიხდი ამ გირაოს” _ ზურა ჯაფარიძე

14:46; 31.12.2025
სამართალი

19 წლის ბიჭმა 63 წლის კაცს, დანის მუქარით, ძვირფასეულობა და 14 000 ლარი გასტაცა – შსს-ს განცხადება

13:07; 31.12.2025
საზოგადოება

„საქსტატი“ – წინა წელთან შედარებით, მშპ-ს ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა

12:14; 31.12.2025
სამართალი

სამართალდამცველებმა 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს

12:10; 31.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო