თეთრ სახლში ბარაქ ობამასა და დონალდ ტრამპის შეხვედრა დასრულდა.
დაგეგმილი 15 წუთის ნაცვლად შეხვედრა საათნახევარს გაგრძელდა.
"როიტერის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბარაქ ობამასთან შეხვედრისას უამრავ თემაზე ისაუბრეს, მათ შორის სასიამოვნოზე და არსებულ სირთულეებზე.
მისივე თქმით, ობამამ მას არსებული მიღწევები გააცნო, თუმცა, დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტრამპის განცხადებით, ის ბარაქ ობამასთან მომავალ შეხვედრებსაც ელოდება.
„ვაპირებთ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ გახდეთ წარმატებული, რადგან როდესაც თქვენ იქნებით წარმატებული, ქვეყანაც წარმატებული იქნება“, _ განუცხადა ტრამპს მოქმედმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ შეხვედრის ბოლოს.
პრეზიდენტების შეხვედრა თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.