აშშ-ში პენსილვანიის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ნანორობოტებს მუსიკის დაკვრა ასწავლეს.
მინი-მოწყობილობები, ძირითადად, ჯეიმს ბონდის ფილმების საუნდტრეკებს უკრავენ. მფრინავ რობოტებში ჩამონტაჟებული გადამცემები და კამერები მათ ადგილმდებარეობაზე და გარემო პირობებზე იძლევა ინფორმაციას.
მუსიკალური რობოტები „GRASP“-ის ლაბორატორიაში შექმნეს.
„GRASP“ ჭკვიანი და ,,ბუნებრივი’’ რობოტების წარმოებითაა დაკავებული, რომლებიც ცხოველებისთვის დამახასიათებელი ხმების და ქცევების იმიტირებას ახდენენ.