ამ წუთებში ხმაურია ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ "მედალფაში" _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში მცხოვრები დოლიძეების ოჯახი მორიგე ექიმის დასჯას ითხოვენ. მათი განცხადებით, ოჯახის რძალი არასწორად ამშობიარეს, რის შედეგადაც ახალშობილი გარდაიცვალა.
ოჯახი რეაგირებისთვის სამართალდსმცავებს მიმართავენ.
მორიგე ექიმი მაყვალა ინწკირველი თავს დამნაშავედ არ გრძნობს და არ ადატურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ახალშობილის გარდაცვალება ექიმის დაუდევრობამ გამოიწვია.
ბავშვის ცხედარი გაივლის ექსპერტიზას და დაველოდებით პასუხს, _ ამბობს ინწკირველი.