"მე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად გამყარდება", _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან. პრემიერის თქმით, ლარის კურსის ცვლილება, გარკვეულწილად, დადებით პროცესებს უკავშირდება.
”ქვეყანაში მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ექსპორტი რაოდენობრივად გაზრდილია, თუმცა, თანხობრივ მაჩვენებლებში, ვინაიდან საექსპორტო, ძირითად ბაზრებზე ფასები არის ძალიან დაცემული, ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს და ამის გამო არის სწორედ ის, რაც ხდება. უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება და აუცილებლად მოხდება კურსის დასტაბილურება.
დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად გამყარდება ასევე გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება გარკვეული რეგულაციების კუთხით იმისთვის, რომ ჩვენ დავეხმაროთ ლარის გამყარებას და დასტაბილურებას”, _ განაცხადა პრემიერმა.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, კონკრეტულ რეგულაციებთან დაკავშირებით, ახალ ნაბიჯებს ეროვნულ ბანკთან ერთად გაახმოვანებენ.