მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში პოლიტიკურ აქტივობებს ახალ გუნდთან ერთად იწყებს და ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადება. კითხვაზე: "დარჩება თუ არა ქართულ პოლიტიკაში" ამბობს, რომ ეს მოსახლეობის და მხარდამჭერების გადასაწყვეტია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ იდეისთვის ბრძოლას სჭირდება თანმიმდევრულობა და ინტრიგებზე უარის თქმა. აქვე აღნიშნავს, რომ გეგმავს გამარჯვებას როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში.
"სააკაშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში არ არის გადასაწყვეტი ერთი-ორი თვითგამოცხადებული პარტიული ლიდერის ეს ჩვენი ამომრჩევლის და მხარდამჭერების. ამიტომ მე ამ თამაშებში და ინტრიგებში არ შევდივარ.
"ეს ინტრიგები და თამაშები არის ძაან უბრადრუკი და დამარცხებულის პოზიციებიდან, და იმ ხალხისგან რომლებმაც შემდეგი 20 წელი დამარცხება გამოგვიწერა. მე არ ვაწერ ხელს დამარცხებაზე მე მზად ვარ გამარჯვებისთვის უკრაინაშიც და საქართველოშიც. საქართველოში ჩვენი მხარდამჭერები და ხალხი განსაზღვრავს ჩვენს ფუნქციას ამაში ეჭვიც არავის შეეპაროს. მოდი მათ მივცეთ საშუალება და ნუ ვცდილობთ თავზე მოვახვიოთ ვიღაცის ვიწრო ინტერესების და კულუარული გადაწყვეტილებები.
"მე ყველაფერს ღიად ვაკეთებ და ასე ვიქნები. ხალხის დაკომპლექსება იმაზე, რომ ნუ გადააკვდით ერთ კაცს და ვაიმე. აქ არის იდეაში საქმე, იდეისთვის ბრძოლისთვის არის საჭირო თანმიმდევრულობა და საჭიროა ინტრიგებზე უარის თქმა. ეს არის რეცეპტი საქართველოსთვის და უკრაინისთვის.
საქართველოს ბედი ბევრწილად წყდება აქ. თუ უკრაინა არ არის ძლიერი ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ხურდაში,"- აცხადებს სააკაშვილი.