ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბუკისციხე-ზემო სურების გზის რეაბილიტაციის სამმილიონიანი ტენდერი შპს New Road-მა მოიგო. თეთრ სიაში მყოფი კომპანია ჩოხატაურშია რეგისტრირებული და მისი მფლობელი დავით ჟღენტია.
პროექტი, რომელიც სურების ხეობის საინიციატოვო ჯგუფის აქტიური მუშაობის შედეგად იწყება, ითვალისწინებს ბუკისციხე-ზემო სურების ადგილობრივი გზის რეაბილიტაციას სიგრძით 16,640.00 მ. ქვიშა-ხრეშისა და ღორღის საფარის მოწყობით, გზის სიგანე 6 მ. ეზოში შესასვლელების, მიერთებების, ხიდების რეაბილიტაციას, წყალამრიდი მილების და აკვედუკის მოწყობას.
ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 10 ოქტომბერს გამოაცხადა და მაში მონაწილეობას 7 მსხვილი კომპანია იღებდა. საბოლოდ კი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ შპს New Road-მა ყველაზე დაბალი ფასით 2`644`444.00 ლარად მოიგო.
კომპანიამ სამუშაოები ერთი წლის განმავლობაში უნდა შეასრულოს.