BBC-ის ინფორმაციით, კალოფორნიელმა მეცნიერებმა 40 ტელეფონის ტესტირების შედეგად დაასკვნეს, რომ მობილურ ტელეფონში ნაპოვნი მოლეკულები მეპატრონის ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაციას ინახავს.
მკვლევარების თქმით, ჩვენ ვტოვებთ მოლეკულების კვალს, ქიმიას და ბაქტერიებს ყველაფერზე რასაც ვეხებით და ხელების საფუძვლიანად დაბანის შემთხვევაშიც კი ისინი ყოველდღიური მოხმარების საგნებზე რჩება.
მეცნიერული პროექტის თანაშემწის, ამინა ბუსლიმანის განცხადებით, მოლეკულების ანალიზის შედეგად მკვლევარებისთვის ცნობილი გახდა თუ რა ტიპის საკვებით იკვებება ტელეფონის მეპატრონე, ან სად ატარებს დროის უმეტეს ნაწილს.
"იმ მოლეკულების ანალიზის შედეგად, რაც მათ ტელეფონებზე დატოვეს, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ მეპატრონე ქალია თუ კაცი, რა ხარისხის კოსმეტიკას მოიხმარს, თმის საღებავს, ლუდი ურჩევნია თუ ღვინო, უყვარს თუ არა ცხარე საკვები, სვამს თუ არა ყავას, მკურნალობს თუ არა დეპრესიას, სად ატარებს დროის უმეტეს ნაწილს, ჩაკეტილ სივრცეში თუ გარეთ,"_განაცხადა ბუსლიმანიმ.