შენგენის ზონაში მოგზაურობისას ევროკავშირის მოქალაქეობის არმქონე პირებს შესაძლოა საზღვრის გადაკვეთისას 5 ევროს გადახდა დაეკისროთ. აღნიშნულ ინფორმაციას FINANCIAL TIMES ავრცელებს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული საკითხის შესახებ ევროკავშირის კომისიამ დღეს უნდა იმსჯელოს.
გავრცელებული ინფორმაციით, საკითხის დაყენება ბლოკის უსაფრთხოების ნორმების გაზრდას უკავშირდება, რაც 2015 წელს მიგრანტების მასობრივმა შედინებამ და ტერორისტულმა თავდასხმებმა განაპირობა.
მაუწყებლის ცნობით, მოგზაურობისთვის გადასახადი შესაძლოა 30 მილიონზე მეტ ადამიანს დაუწესდეს, რომლებიც შენგენის ზონაში 60-ზე მეტი ქვეყნიდან ჩადიან, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ახალი ზელანდიის და ავსტარლიის მოქალაქეებს.
გარდა ამ ქვეყნებისა, შენგენის ზონაში მოგზაურობის საფასურის გადახდა მალე უკრაინის და საქართველოს მოქალაქეებსაც მოუწევთ, რომელი ქვეყნებისთვისაც ვიზალიბერალიზაციის პროცესი დამტკიცების სტადიაშია.
ხოლო გადაიხდიან თუ არა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები შენგენის ზონაში მოგზაურობის საფასურს ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მოლაპარაკების შემდეგ გახდება ცნობილი.
რაც შეეხებათ, შენგენის ზონის და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს, მაგალითად, ირლანდიას და დანიას, ბლოკის შიგნით მოგზაურობას თავისუფლად შეძლებენ, ასევე 5 ევროს გადახდისგან 18 წლამდე პირები თავისუფლები არიან.
მაუწყებლის ინფორმაციით, გამგზავრებამდე ავია და სატრანსპორტო საშუალებების კომპანიები ვალდებულები არიან მგზავრების დოკუმენტაციის სისწორეში დარწმუნდნენ.
როგორც ცნობილია, აღნიშნული ცვლილება დამტკიცების შემთხვევაში 2020 წლიდან ამოქმედდება.