ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შესაძლოა მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვან.
„ჩემმა კარგად ინფორმირებულმა წყარომ შემატყობინა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ დაავალა იგორ კონონენკოს და მის თანამზრახველ გრანოვსკის, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორუფციულ პირამიდაში სასამართლო საქმეების არაფორმალური კურატორია, მოამზადონ ჩემთვის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი.
საერთაშორისო სამართალი და უკრაინის კანონმდებლობა კრძალავს მოქალაქეობის ჩამორთმევას უკრაინის მოქალაქეებისთვის თუ მათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ გააჩნიათ.
ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი არა მხოლოდ სარგებლობს ამ თაღლითების მომსახურებით, არამედ ყურსაც უგდებს მათ რჩევებს" _ წერს მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.