ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე ერთ-ერთ შიიტურ მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 35 დაიჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდამსხმელი მეჩეთში ლოცვის დროს შევიდა.
როგორც ცნობილია, მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას ჯერ არ აუღია.
მაუწყებლის ცნობით, მსგავსი შემთხვევა ივლისშიც მოხდა.
როგორც ცნობილია, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ განხორციელებულ თავდასხმას 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.