ზამთრის დადგომასთან ერთად ადამიანს თბილი ტანსაცმელი, ავტომობილს კი განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
საქართველოში ჰაერის ტემპერატურისა და ალაგ-ალაგ წამოსული თოვლის გამო, ალბათ დროული იქნება თუ შემოდგომაზევე მოგცემთ რამდენიმე აუცილებელ რჩევას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვუაროთ ავტომობილს ზამთარში.
აქვე შეგახსენებთ, მანქანის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად ხელოსნისთვის გასამრჯელოს გადასახდელი ან ავტონაწილების შესაძენი ფულის არქონის შემთხვევაში, შეგიძლიათ ისარგებლოთ Vivus ge-ს სწრაფი და მარტივი მომსახურებით. აიღეთ სესხი ყველაზე დაბალ პროცენტში, გამოასწორეთ თქვენი ავტომობილის ხარვეზები და იმგზავრეთ უსაფრთხოდ.
რაც შეეხება ზამთარში ავტომობილის მოვლის წესებს, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ პირველ რიგში ყურადღება უნდა დავუთმოთ ავოტომობილის ისეთ ნაწილს, როგორიცაა აკუმულატორი. ტემპერატურის დაცემა მასზე დატვირთვას ზრდის, რის გამოც სასურველია გადაამოწმოთ თქვენი აკუმულატორის მდგომარეობა და დარწმუნდეთ, რომ ის საჭირო დროს არ გიმტყუნებთ.
მეორე გადასამოწმებელი დეტალი გახლავთ აალების სანთლები (სვეჩები). იმ შემთხვევაში თუ თქვნს ავტომობილს დიდ მანძილზე სიარული არ უწევს, აალების სანთლები სიცივეში გახურებას ვერ ასწრებს და ნადებს იკიდებს. აღნიშნული ნადები ძრავის ამუშავების პროცესს აფუჭებს. პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია აალების სანთლები დრო და დრო გაწმინდოთ.
ასევე აუცილებელია საბურავების კონტროლი. მოგეხსენებათ, არსებობს ზამთრისა და ზაფხულის საბურავები, რომლებიც სასურველია სეზონის მიხედვით მოარგოთ ავტომობილს, თუმცა ქართველი სპეციალისტების აზრით, თბილისური ზამთარი არ არის ისეთი ცივი და თოვლიანი, რომ ზამთრის საბურავები აუცილებლობას წარმოადგენდეს. მათი რეკომენდაციის თანახმად საკმარისია ე.წ. all season საბურავები. ამიტომ მათ ვინც ზამთარში ქალაქიდან ავტომობილით გასვლას არ გეგმავს, ფულის ეკონომიის მიზნით, სწორედ all season საბურავებს გირჩევდით.
ბევრმა არ იცის, რომ ზამთარში ხელის მუხრუჭის გამოყენება საშიშია. მართალია ის გაჩერებულ ავტომობილს დაგორებისგან აზღვევს, მაგრამ სიცივეში შესაძლოა სამუხრუჭე ხუნდები და სამუხრუჭე ბარაბანი ერთმანეთს მიეყინოს. ამ შემთხვევაში თქვენი ავტომობილის საბურავები უძრავი გახდება და ყინულის გალღობამდე მანქანას ადგილიდან ვერ დაძრავთ.
მუხრუჭების თემაზე საუბრისას, აუცილებელია ვახსენოთ სამუხრუჭე სითხე, რომელიც ზამთარში ბევრს ავიწყდება, არადა სიცივეში მისი კონტროლი ძალზედ მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ თუ აღნიშნული სითხე დიდი ხნის გამოსაცვლელია, რადგან ხანგრძლივი ესპლუატაცია მას პირველად სახეს უკარგავს და შესაძლოა მარტივად გაიყინოს. სამუხრუჭე სითხის გაყინვა თავის მხრივ გამოიწვევს სატორმუზე მილების გაბერვას, რაც მათ გახეთქვასა და სამუხრუჭე სისტემის მინიმუმ ნახევრად გათიშვამდე მიგიყვანთ.
განსაკუთრებით მოვლას საჭიროებს შუშის საწმენდიც (დვორნიკები). აუცილებელია მათი ინტენსიური წმენდა, რადგან აღნიშნულ საწმენდებში გროვდება თოვლი, რომელიც იყინება და შესაძლოა ავტომობილის საქარე მინა დაკაწროს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილი წყალი ან სპციალური სითხე, რომელიც ავტოსერვისებსა და ავტონაწილების მაღაზიებში არის ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება თავად ავტომობილის სისუფთავეს, თუ ჰაერის ტემპერატურა მინუს 5 გრადუსზე უფრო დაბალია, მაშინ მანქანის გარეცხვისგან თავი შეიკავეთ, უფრო მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში კი სასურველია მანქანის კვირაში ერთხელ-ორჯერ რეცხვა, რაც მის ზედაპირს ჟანგისგან დაიცავს.
ალბათ შეხსენება არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც გეტყვით, არ დაგავიწყდეთ ავტომობილის ძრავში წყლის ნაცვლად ყინვაგამძლე სითხის (ანტიფრიზის) ჩასხმა.
(R)