ქალაქ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს, დამსახურებულ პედაგოგს ლიანა იმედაშვილს დღეს საპატიო ოზურგეთელის წოდებას მიანიჭებენ. ამ სტატუსს იმედაშვილის გარდა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და ბიზნესმენი გოჩა ჩხაიძეც მიიღებენ.
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი ქალაქ ოზურგეთში, ჭადრების ბაღში 17:00 საათზე დაიწყება. საპატიო მოქალაქეებს ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე დააჯილდოებს.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთში დღეს სახალხო დღესასწაულს “ალეგრობა _ ოზურგეთელობას" აღნიშნავენ და დილიდან სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.