ქალაქ ოზურგეთის 170 წლის იუბილე და სახალხო დღესასწაული "ალეგრობა – ოზურგეთობა 2016" 23 ნოემბერს პომპეზურად აღინიშნა.
ღონისძიებები "ჭადრების ბაღში" ტრადიციული, გურული ღვინის ჯიშების გამოფენა-დეგუსტაციიით გაიხსნა.
დღესასწაულზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ენახათ თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების 30 მხატვრის გამოფენა (პრინტ-ART); ქალაქი იუბილესადმი მიძღვნილი და სხავადასხვა სახის გამოფენები _ მათ შორის ეროვნული კოსტუმებიც; მონაწილეობა მიეღოთ თათარის მომზადებაში და ჩურჩხელების ამოვლებაშიც.
ლამაზი სანახაობა შესთავაზეს სტუმრებს სკოლკამდელი სააღმზრდელო – საგანმანათლებლო ცენტრის, სტუდია ,,ბინულის“, ცენტრალური ბიბლიოთეკის საბავშვო ლიტერატურის განყოფილებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის აღსაზრდელებმა.
დღის მეორე ნახევარში ქალაქის ცენტრში სპორტული შეჯიბრებებიც გაიმართა.
15 საათზე ადგილობრივი შემსრულებლების და შემოქმედებითი ძალების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი მოეწყო.
დღის კულმინაცია საპატიო ოზურგეთელების დაჯილდოება იყო. ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემს წელს ეს ტიტული ქალაქ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის ყოფილ დირექტორს, დამსახურებულ პედაგოგს ლიანა იმედაშვილს, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს და ბიზნესმენ გოჩა ჩხაიძეს გადასცა.
სახალხო დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც ანსამბლი ,,ბათუმი“ და ცნობილი ინდივივიდუალური შემსრულებლები: სალომე ბაკურაძე, ნოდიკო ტატიშვილი, თიკა მახალდიანი და ნინი წიკლაური მონაწილეობდნენ.