იგეგმება გარკვეული ზომების გატარება, მათ შორის ტექდათვალიერების შემოღება, თუმცა ეს ისე უნდა მოხდეს, რომ მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას, _ ამის შესახებ პარლამენტში, ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრებთან შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ვგეგმავთ გარკვეული ზომების გატარებას, ეს იქნება, რა თქმა უნდა, ტექდათვალიერება, გაუმჯობესებული სტანდარტები ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, თანდათანობითი დანერგვა, რათა ეს მინიმალურად მტკივნეული იყოს მოსახლეობისთვის. დამეთანხმებით, რომ იმ პრაქტიკით, რომელიც მიღებულია ევროპის ქვეყნებში, ამის განხორციელება აუცილებელია, რათა ცხოვრების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში გავაუმჯობესოთ”, _აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.