2016 წლის 9 თვის განმავლობაში პირველი ინსტანციის საერთო სასამართლოებმა იმსჯელეს 12 119 პირის დამნაშავეობის შესახებ. გასამართლებული 12 119 პირიდან, 62.4%-ზე განაჩენი გამოტანილ იქნა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხოლო 37.6%-ის მიმართ საქმე არსებითად იქნა განხილული“, _ აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ერთწლიანი მუშაობის ანგარიშშია აღნიშნული რომელიც მან დღეს საპროკურორი საბჭოს წარუდგინა.
ანგარიშის თანახმად, 2016 წლის 9 თვის განმავლობაში არსებითი განხილვის საფუძველზე გამოტანილი განაჩენებიდან, 3.7%-ის მიმართ (167 პირი) სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, ხოლო, 1.8%-ის მიმართ (82 პირი) – ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი.
ამავე ანგარიშის მიხედვით, შემცირებულია საპროცესო შეთანხმების დადებისას სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების მაჩვენებელი. კერძოდ, 2014 წელს საპროცესო შეთანხმების დადებისას ჯარიმა გამოყენებულ იქნა ბრალდებულთა 47%-ის მიმართ, 2015 წელს – 44.6%-ის მიმართ, ხოლო 2016 წლის 9 თვეში – 38.7%- ის მიმართ.
2016 წლის 9 თვეში საპროცესო შეთანხხმებებიდან ბიუჯეტში შესულია 13 960 380 ლარი. 2015 წლის განმავლობაში საპროცესო შეთანხმებებიდან ბიუჯეტში 24 278 229 ლარი შევიდა; 2014 წელს – 22 161742 ლარი. ბოლო წლების განმავლობაში კი, ყველაზე მეტი თანა ბიუჯეტში საპროცესო შეთანხმებებიდან 2010 წელს არის შესული – 96 227 536 ლარი.
„შემცირებულია საპროცესო შეთანხმების დადებისას სასჯელის სახით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შემთხვევებიც. კერძოდ, 2014 წელს საპროცესო შეთანხმების დადებისას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ იქნა ბრალდებულთა 33.7%-ის მიმართ, 2015 წელს – 25%- ის მიმართ, ხოლო 2016 წლის 9 თვეში – 21.5%-ის მიმართ. საპროცესო შეთანხმების დადება თავისუფლების აღკვეთის მოხდის პირობით ძირითადად გამოყენებულ იქნა მოხელეების, ძალადობრივი დანაშაულების ჩამდენი პირების, ნასამართლევი პირების, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, გადაზიდვისა და გასაღების ჩამდენი პირების, ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ და დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევებში“, _ ნათქვამია ანგარიშში.
ამავე თემაზე:
აღკვეთის ღონისძიება და გირაო მთავარი პროკურორის ანგარიშში
რამდენ საქმეზე დაიწყო მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა მიმდინარე წელს