გამოძიებული და გახსნილია მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 47 ფაქტი და მხილებულია 32 საჯარო მოხელე“, _ ამის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ერთწლიანი მუშაობის ანგარიშშია აღნიშნული რომელიც მან დღეს საპროკურორი საბჭოს წარუდგინა.
ანგარიშის თანახმად, მხილებული 32 საჯარო მოხელიდან 23-ის მიმართ გამოძიების წინაშე მათი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, გამოყენებულ იქნა დისკრეცია; 2 საჯარო მოხელის მიმართ შეწყდა გამოძიება მათი გარდაცვალების გამო, ხოლო 7 პირის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.
"ქონების იძულებით ჩამორთმევის ფაქტების გამოძიების შედეგად დაზარალებულად იქნა ცნობილი 85 პირი, რომელთაც პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდათ 71 ავტომანქანა, 12 მიწის ნაკვეთი, ასევე სხვადასხვა დასახელების უძრავი და მოძრავი ქონება, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 17 930 338 ლარს.
2016 წლის 24 ივნისს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილება გახდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის ეფექტიანი და სამართლებრივად სწორი მექანიზმი. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, ამ ეტაპისათვის საქართველოს პროკურატურამ 16 მსჯავრდებულის მიმართ მიიღო გადაწყვეტილება განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე, საიდანაც 2 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი. აღნიშნულ საქმეებზე ჩატარდა ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა როგორც გამოძიების დროს მოპოვებული, ასევე სასამართლო განხილვის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გამოირიცხა ხსენებული პირების მიერ იმ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რისთვისაც ისინი იყვნენ მსჯავრდებულნი", _ ნათქვამია მთავარი პროკურორის ანგარიშში.
ამავე თემაზე:
სულხან მოლაშვილის ოჯახს და ორ დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდებათ
მოქალაქეებს პროკურატურის მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდებათ
უკანონოდ ჩამორთმეული მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონება მფლობელებს დაუბრუნდებათ