განათლების მინისტრის გამონათქვამები და ზღაპრის გმირების მისეული შეფასებები ისევ საზოგადოების განსჯის თემაა. ამჯერად, ალექსანდრე ჯეჯელავა მსოფლიო ზღაპრებს გადასწვდა და ფეისბუქ საზოგადოებას სასაუბრო თემაც მისცა.
"საოცარი ლოგიკა აქვს ჯეჯელავას, ჩვენი ზღაპრის გმირები წიგნებს არ კითხულობდენ და სამაგალითონი ვერ იქნებიანო, გადავხედე სხვა ქვეყნების ზღაპრის გმირებს და ვერავის შევატყვე ჩვენ ზღაპრის გმირებზე წიგნიერება, არც კარლსონი, არც პეპი, არც წითელქუდა, არც ალადინი და არც პინოქიო (ეს უკანასკნელი მთლად ვირად იქცა უწიგნურობისგან), არ იკლავდენ თავს წიგნისთვის კაი და გერდა, ფიფქია, კონკია, მძინარე მზეთუნახავი… ხომ საერთოდ ნაადრევი ქორწინებისკენ იყვნენ მიდრეკილები და სა ეცალათ "წინგნებისთვის". ზღაპრებს რომ შევეშვათ, მოზარდების მსოფლიო ლიტერატურული გმირები მთლად წყალწაღებული ოროსნები არიან _ ტომ სოიერი და ჰეკლბერ ფინი, ალბათ, ბავშვთა კოლონიაში უნდა გავამწესოთ ღია გალიაში და ჯეჯელავას მიერ შერჩეული ბუთხუზა ზღაპარწაუკითხავი ათოსნები ექსკურსიაზე უნდა წავიყვანოთ სანახავად", თუ რა ემართებათ" ოროსნებს… "ბულკივით" კაცია ეს ჩვენი განათლების მინისტრი, რაღაც ამბავში სიმპათიებსაც კი იწვევს და დავიჯერო, არავინ ჰყავს მოკეთე ერთი, რომ დაუცაცხანოს დაანებე ამ ზღაპრებს თავიო?!_ წერს სოციალურ ქსელში მალხაზ თოფურია.